ეკა ბესელია გამოძიებას დამკვეთების გამოვლენას სთხოვს - იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ამის შესახებ განცხადება, ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული 16 პირის დაკავებაზე საუბრისას გააკეთა:
„საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. ამაზე დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს, თუმცა, ეს რიცხვი როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. მე ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, იმიტომ რომ მთავარია გარდა გამავრცელებელი პირებისა , რომლებიც ასევე პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ანუ, ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების და ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. მე ველოდები გამოძიებისგან ამ პასუხს“-აცხადებს ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






