ვაშაძის შეფასებით, "ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისი სიბინძურისა და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა".
ვაშაძე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებს.
"საქართველოში დღეს თავისუფლად ცხოვრება კიარა სუნთქვაც შეუძლებელია იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოში უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისია, ე.წ. ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს, სუს-ის მეშვეობით. შემდეგ აკავებს გაერთიანებული ოპოზიცის მხარდამჭერებს და წევრებს იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს თავისი დანაშაული გადააბრალოს.
ბოლო დღეებში გაზის გაჟონვითა და ავტოავარიებით ათობით ადამიანი დაგვეღუპა - საქართველოს მოქალქის, ქართველი სიცოცხლე არ ღირს არაფრად. ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება იმით არის დაკავებული, რომ შიდა გარჩვები როგორმე მოაკვარახჭინოს. როგორმე პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და საქართველოს მოქალქეებს სახელმწიფოებრიობისა და თვითპატივისცემის ბოლო ნიშან-წყალი წაგვართვას.
აბსოლუტურად გასაგებია, ის რაც ხდება ე.წ. ქართული ოცნების რიგებში და ე.წ. ხელისუფლებაში, ეს უკიდურესი სისსტის ნიშანია. მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და იმ ადამიანების, ვინც ამ დანაშაულის ინიციატირი და შემსრულებელია, მათი სახელები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
ეს ყველაფერი ივანიშვილის ხელისუფლების ნათელი დიაგნოზია. ერტ კანონისა და მორალის ფარგლებში ჩაწერილი ინსტრუმენტი აღარ დარჩათ იმისთვის, რომ საზოგადოებასთან, ან თავის მხარდამჭერებთან და წევრებთან იკონტაქტონ"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






