„3 თებერვალს თბილისში იგეგმება მოსწავლეების საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. რეკომენდირებულია, რომ მოერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“- ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების კრიზისული ცენტრის დეპარტამენტმა გაავრცელა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. მამუკა ბახტაძემ რუსეთის საგარეო უწყების აგნცხადებას აბსოლუტურად გაუგებარი უწოდა.
„განცხადება არის სრულაიდ გაუგებარი, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, საქართველო კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, შესაბამისად განცხადება არის სრულიად საფუძველს მოკლებული და გაუგებარი, ამასთანავე გამოხატვის თავისუფლებაც უზრუნველყოფილია საქართველოში და ტურისტებს ძალიან უყვართ საქართველო. მე ზურაბ აბაშიძესთან და დავით ზალკალიანთან მექნება საუბარი, ეს განცხადება ჩემთვისაც სიახლე გახლავთ.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ წელს მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა.
მასალის გამოყენების პირობები






