გიგა ბოკერიას თქმით, ამ 16 ადამიანის შერჩევა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება ხელისუფლება ცდილობს ისრები ოპოზიციაზე გადაიტანოს.
"ამ ხელისუფლებას ნდობა აქვს ნულოვანი ამ საკითხში. იმიტომ, რომ წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის პოლიტიკურ საჯარო ცხოვრებაში გამოყენება. ეს გამოყენება ემთხვევა ხოლმე უმრავლესობის, მთავრობის და ივანიშვილის მხრიდან, მისი რომელიმე გუნდის წევრის შერისხვას. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და ეს რა თქმა უნდა ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ უბრალოდ პოლიტიკური პიარისა და ისრების გადასატანად ხდება ეს ყველაფერი.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც,“-აცხადებს გიგა ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






