"ცხადია, რომ ზეწოლა უფრო არის იმ ადამიანების ინტერესში, რომლებსაც უნდათ, რომ ეკა ბესელიამ არ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება სასამართლოს რეფორმას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ლობირებს და ცდილობს ჩინჩალაძე-მურუსიძის კადრები დარჩნენ სასამართლო სისტემაში, ისინი მიდიან ყველაფერზე. ვხედავთ, რომ ქალბატონ ეკას აბრალებენ, თითქოს მან თვითონ გაივრცელა ეს კადრები. მგონია, რომ ამ ადამიანებისგან არაფერი იქნება გასაკვირი. ამიტომ მთავარი არის დღეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტულად უთხრას საზოგადოებას, რას ფიქრობენ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა ის ადამიანები მოაცილონ პროცესს, რომლებიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას კი არ უწყობენ ხელს, არამედ, მის ჩაძირვას.
დღეს ხელისუფლება თუ იქნება ჩუმად და არაფერს იტყვის, აპირებენ თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის კადრების მოცილებას სასამართლო სისტემიდან, ვიფიქრებთ, რომ "ქართული ოცნება" დგას ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






