საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავეცელების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი.
„მსურს, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხები. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის საქმეზე უკვე დააკავა 16 პირი. ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






