პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - გვრიტიშვილი ეკა ბესელიას აკრიტიკებს და პროკურატურას მიმართავს
პოლიტიკა - 13:51, 01 Feb, 2019     1330
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილი ვარაუდობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერეს ემსახურება.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია.

"იმედი მქონდა, რომ ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, თუმცა, გუშინ ვიხილეთ საპირისპირო. გამარჯვებული სახით მან გვამცნო, რომ ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგაა, ამიტომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსადმი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას ამ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების მდგომარეობის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ეს ჩანაწერები სასამართლოში შემოსვლის მომენტში დალუქული იყო და გავიდა ისე, რომ ეს ლუქები ხელუხლებელია. ანუ სასამართლოს არც ერთ მოხელეს, მოსამართლის ჩათვლით ამ ფარულ ჩანაწრებთან უშუალო წვდომა, მისგან ასლის გაკეთება და გავრცელების პრაქტიკული და თეორიული შესაძლებლობა არ ჰქონდა!

ეკა ბესელია ის აშკარად საუბრობდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მოსამართლეებზე. მან განაცხადა, რომ შინაგანი განცდა აქვს, თითქოს ეს დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან. ამიტომაც, მეც გამიჩნდა დასაბუთებული შინაგანი განცდა, ეჭვიც, რომ იგი პირდაპირ ადანაშაულებდა სასამართლოს და კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს ამ ჩანაწერების გავრცელებაში. მეტიც, 29 იანვარს, ვიდრე თოქ-შოუ "არჩევანში" ჩემი გამოსვლა დაიწყებოდა, ეთერში ჩაერთო დავით ჭიჭინაძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს შურისძიებას. აქედან გამომდინარე, დასაბუთებული დასკვნის საფუძველი გამოჩნდა, რომ ზუსტადაც მიზანმიმართულადაა დაწყებული ეს კამპანია სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ.

ვთქვი ის, რომ ჩანაწერების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით აშკარად წარმოაჩინა თავი,როგორც რაღაც პროგრესულმა ძალამ, რომელიც ემხრობა სამართლიანობას, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე და არ დაუშვებს მოსამართლეების სიის გატანას პარლამენტში. შექმნილი სიტუაცია ხელს არავის არ აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელსაც აქვს უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს ეს დანაშაული და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. ხელს არ აძლევს სასამართლო ხელისუფლებას. თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან ეს არის დამღუპველი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ვარაუდის საფუძველი, რომ ხომ არ ემსახურება ეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდრის პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა გვრიტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42