"თადუმაძემ მოგვატყუა... ოთხშაბათს მივდივარ მასთან და იმედია არ დამემალება"- ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 13:24, 01 Feb, 2019     991

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორი შეხვედრას დაპირდა, თუმცა მოატყუა.

შვილმოკლული მამა, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ადვოკატთან ერთად ითხოვს.

ზასა რარალიძე ამბობს, რომ თბილისში და რეგიონებში ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიების გათვალისწინებით აქტიურობისგან თავს იკავებდა, თუმცა მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა.

"გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა. სამწუხაროდ, არც წერილობით მიმართვაზე მიგვიღია უარი ან დასტური. ახლა ჩავთვალეთ საჭიროდ, მედიასაშუალებების დახმარებით მივმართოთ ბატონ თადუმაძეს, რომ ამ წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა, არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის უფლებადამცველების თქმით, საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

„დაზარალებულის მოთხოვნაა და ჩვენი ცენტრი ეთანხმება ამას, რომ დაისაჯოს მკვლელი, რომელიც აქამდე არაა პასუხისგებაში. 1 წლის განმავლობაში ამას დიდი პროტესტი მოჰყვა, გამოიწვია პროკურორის გადადგომა, პარლამენტში კომისიის შექმნა და გამრავლდა საქმეებიც, რაშიც ჩვენი ცენტრია ჩართული სარალიძის უფლებადამცველის როლით. სახელმწიფო არ აძლევდა შვილმკვდარ მამებს უფლებას, მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ და წვიმაში კარვები გაეშალათ საპროტესტო აქციაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვაცხადეთ, რომ ეს მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო. შემდეგ კი ჩვენს ერთობლივ აქციაზე ორგანიზაციებისა და აქციის მონაწილეთა უფლებები დაირღვა, პოლიციელებმა გაიტაცეს კარვები და ამის ამსახველი კადრები საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა. ისინი, ვისი სახეებიც იდენტიფიცირებულია, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ სახელმწიფო ედავება ზაზა სარალიძეს, თითქოს ის თავს დაესხა პოლიციას. ამაზე გვაქვს ერთობლივი მიმართვა და მართლმსაჯულებამ ეს საქმე არ უნდა განიხილოს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ, აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას მოჰყვა ინციდენტი პარლამენტთან. ზაზა სარალიძე უდანაშაულოა და გვინდა, შევხვდეთ პროკურორს, შალვა თადუმაძეს და გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები." - აღნიშნა ცქიტიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42