"გიორგი ქადაგიძე სტრუქტურულ რეფორმაში მონაწილეობაზე უარს ამბობდა"- ილიაუნის რექტორი
პოლიტიკა - 12:32, 01 Feb, 2019     1292
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ილიაუნში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს, მასში ასევე საუბარია ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის მოხსნასთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის, გიორგი ქადაგიძემ გუშინ გაავცელა.


„იმ ადამიანებისთვის მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა, რომლებისათვისაც ილიაუნი ძვირფასია.

გუშინ ილიას უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. იდეა - ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

ამ ფაკულტეტის სასწავლო პროცესი განხორციელდება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერისტეტთან ერთად აშენდა და რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს.

შედეგად სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს.

გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას - ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი.

ცხადია, ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც - უკანასკნელი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დინამიკური და ცვლილებებზე ორიენტირებული ინსტიტუცია.

და რას მივაღწიეთ?

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში;

სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია;

დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი;

სახელმწიფოსგან მივიღეთ უპირობო ავტორიზაცია (ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი საერთაშორისო ექსპერტია და საუკეთესო პრაქტიკად ჩაგვითვალეს სტუდენტებზე ორიენტაცია)

ილიაუნი საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში (იმ საერთაშორისო ბაზაში, რომელშიც 2009 წელს 2 სტატია გვქონდა გამოქვყენებული, 2018-ში 300-მდე სტატიაა ილიაუნის სახელით).

მოვიპოვეთ ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის - პირველებმა და ერთადერთებმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა;

და კიდევ მრავალი სხვა მიღწევა.

2019 წელი განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე.

გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც.

სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია.

შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ.”- წერს გიგა ზედანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42