"რუსეთის ბოგინი უნდა დასრულდეს საქართველოს საპატრიარქოში. რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას!" - ვლადიმერ ნარსია
პოლიტიკა - 11:10, 01 Feb, 2019     1216

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მხრიდან გაჟღერებულ მუქარას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მღვდელმთავრების უმრავლესობას კარგად ესმის რა შეიძლება დაემუქროს მათ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი, თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ეხმაურება:

„აი, რა განსხვავებაა კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის! კონსტანტინოპოლის წარმომადგენელმა ქრისტიანული ეთიკის სრული დაცვით განუმარტა საქართველოს ეკლესიას საკუთარი პოზიცია. არავითარი იმპერატიული ტონი არ შეიმჩნეოდა მიტროპოლიტი ემანუელის განცხადებებში. მინიშნებითაც კი არ უთქვამს (ორჯერ შეუბრუნა ჟურნალისტმა შეკითხვა) საკუთარი სურვილების შესახებ და სრულიად ნეიტრალური სივრცე დატოვა სამსჯელოდ კონსტანტინოპოლსა და საქართველოს ეკლესიას შორის. სწორედ ეს აღნიშნა მოსაყდრე შიომ, როცა მიტროპოლიტი ემანუელის კორექტულობასა და თავაზიანობაზე საუბრობდა.

მოსკოველი მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს არღვევს და იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. დამაკნინებელი ტონით საუბრობს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ ეპისკოპოსებზე („რამდენიმე ახალგაზრდა ეპისკოპოსი“). წარმოგიდგენიათ, როცა საჯარო განცხადებას ასეთი ტონალობით აკეთებს რას იზამს და როგორ მოიქცევა დახურულ შეხვედრებზე საპატრიარქოში?! ან, საქართველოს ეკლესიის დელეგაციას როგორ დაელაპარაკებიან მოსკოვში ვიზიტების დროს?! ეს არის რუსეთი! ეს არის მტერი, რომლის ბოგინი უნდა დასრულდეს საქართველოს საპატრიარქოში. რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას!

საინტერესოა საპატრიარქო და მეუფე შიო როგორ შეაფასებს მოსკოველი მიტროპოლიტის ამ განცხადებას - იყო ეს განცხადება თავაზიანი და კორექტული?“- წერს ვლადიმერ ნარსია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42