მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო
კულტურა - 11:08, 01 Feb, 2019     2221

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება.

ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას" საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, „ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი“, „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შარშან, ფრანკფურტის კონტექსტიდან გამომდინარე, პრემია არ გაცემულა ნომინაციებში „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ჟიური წელს განიხილავს 2017 და 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და მკითხველს საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42