"ნათქვამია: ციხე შიგნიდან ტყდება" - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მეუფე ზენონი რუსეთის საპატრიარქოს მუქარას პასუხობს
პოლიტიკა - 10:50, 01 Feb, 2019     2112

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მხრიდან გაჟღერებულ მუქარას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მღვდელმთავრების უმრავლესობას კარგად ესმის რა შეიძლება დაემუქროს მათ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო, დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული პასუხობს.

“10 წლის წინ, როდესაც პირველად ჩავედი ლონდონში, როგორც ეპარქიის მმართველი, ინგლისის ერთ-ერთმა ცნობილმა იერარქმა ლამბესის სასახლიდან მითხრა: ჩვენთან იყო რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი იერარქი , რომელმაც გვითხრა, რომ თქვენ დაპირისპირებაში იმყოფებით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან და რეკომენდაციას აძლევდა ჩემგან თავი შორს დაეჭირათ. ამის შესახებ ადრევე მოვახსენე უწმიდესს.

მიძნელდებოდა ბოლომდე დაჯერება, მიუხედავად იმისა იერარქთან რომელმაც ეს მითხრა დღემდე შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა მაქვს და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ხელშეწყობაში უცხო და შორეულ მიწაზე, რათა რაც შეიძლება მშვიდად და წარმატებულად ეგრძნო თავი ქართულ ქრისტიანულ თემს.

26 იანვარს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ პირადად ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ბევრი რამ, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ეკლესიის მისამართით გაკეთებულ მუქარაზე.

აქვე დავსძენ. ნათქვამია: ციხე შიგნიდან ტყდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შეუვალი ტრადიცია იყო მტრისა და მტრულად განწყობილთა წინაშე საკუთარი ძმების ღალატის, დასმენის და ცილისწამების ჩამდენთა მოკვეთა. როგორ უნდა ვთქვა რომ კურთხეულია ამის მოქმედი და არა წყეული, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი სფეროს თუ სოციალური წრის წარმომადგენელი.

საჯაროდ გამოვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება, უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით

მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

/ფსალ. 19:8,9/

და კიდევ, საქართველო რუსთაველის სამშობლოა:

"ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,

იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42