რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რეფორმები, სამოქალაქო სექტორისადმი მხარდაჭერა - ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ
პოლიტიკა - 19:48, 31 Jan, 2019     1480

2019 წლის 31 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორისაა დემოკრატია და საჯარო მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული განვითარება და ციფრული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

ევროკავშირის შეფასებით ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება დადგენილ ვადებში წარიმართა.

„საქართველო აგრძელებდა თავისი როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი მოკავშირის პოზიციების გამყარებას რეფორმების განხორციელებით და საკუთარი ამბიციით, კიდევ უფრო მეტად განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან", ხაზგასმულია ანგარიშში და მითითება გაკეთებულია მთავრობის რეფორმების 5 პუნქტიან პროგრამაზე.

ანგარიში ასევე აღნიშნავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური კურსისადმი.

დოკუმენტში საუბარია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, სადაც საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორადაა მოხსენიებული.

ანგარიში ეხება ასევე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის 10 წლისთავს და ცალსახად ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თავის ანგარიშში ევროკავშირი დადებითად აფასებს სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსთან და ხაზს უსვამს ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას. დოკუმენტის თანახმად, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილმა 2017 წელს 27% შეადგინა. დადებითად არის შეფასებული კონკურენციის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები, რომელიც ხელს უწყობს საჯარო კონკურენციას. საქართველო აგრძელებდა ვაჭრობის მიმართულებით ეროვნული სისტემის გაუმჯობესებას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო აგრძელებს უვიზო მიმოსვლის საკითხზე მუშაობასა და საჭირო ზომების მიღებას არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. საქართველომ გააუმჯობესა ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კანონმდებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს არის რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში. მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და განსაკუთრებით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2018 წლის 5 თებერვლის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ პერიოდში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42