საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, „ქართული ოცნება“ უახლოეს დღეებში შეხვედრას გამართავს. მისი თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე დააყენებს საკითხებზ, რომლებზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ცანაწერების გავრცელების შემდეგ საუბრობდა:
„პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. რა თქმა უნდა რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს ვინ მესაუბრა და ვინ როგორ. მაგრამ განუზომლად ბევრი უცხო ადამიანი მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი უამრავი უცხო ათასობით ადამიანი მწერს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ ზოგიერთი თანაგუნდელის განცხადება აღნიშნულ საკითხზე, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას შეადარა. გვრიტიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა.
„კომენტარებს, რომ ვუყურებდი რამდენიმეს კომენტარში რაღაც არამყარი და მინიშნებითი რაღაცეები დავინახე არავის არ უნახავს, მართალი არ არის თუ რაღაც მსგავსი გვრიტიშვილის, მთლად ისეთის საშინელი აზროვნების არა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი მენიშნა. ამიტომ პირველი რაც უნდა დავინახო ამ პროცესს და ამ გზავნილს თუ ამ არაჯანსაღ აზროვნებას ემიჯნება ყველა თუ არა. რაც შეეხება მოძალადეებს, კი სამწუხაროდ რაც დავწერე ასეა. ამის ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






