„არ მიცნობთ კარგად... ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემთან ბრძოლა, უკვე დამარცხებულია“ - ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
პოლიტიკა - 18:11, 31 Jan, 2019     2149

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი მეთოდები მას ვერ შეაშინებს და პოზიციებს ვერ შეაცვლევინებს:

„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად, ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმარტავენ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა, ვიდრე არის ჭაობი. ამიტომ, ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება, მე შინაგანად უფრო მამყარებს, უფრო მაძლიერებს და განმაწყობს ამ პროცესში, რომ ეს უბედურება დამთავრდეს ამ ქვეყანაში, ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. მიმაჩნია, იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები ასეთი მორალური ტერორისგან საჭიროა, მე და იმ ადამაინებმა ვინც საკუთრივ იწვნია ეს მეთოდები, მივეხმაროთ სხვებს რომ ავარიდოთ მსგავსი რამ, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის დიდი გამოცდა. პირადად ჩემთვის არის ის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის კიდევ უფრო შეუვალს, ველოდი ემ ამას, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ, მათ ვისაც ვინც დგას ამის უკან, არ არსებობს არანაირი ძალა რომელიც მე შემაშინებს, გამაჩერებს, არ არსებობს ვიდრე ცოცხალი ვარ, ამიტომ ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემტან ანგარიშსწორება, უკვე დამარცხებულია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42