საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სამართალდამცავებისგან პასუხს ითხოვს. საქმე ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ამ დრომდე ვრცელდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა დამნაშავეთა დროული გამოვლინება შეძლონ.
თავად ეკა ბესელია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს.
დილიდან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება.
ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ თუ ეს კადრები არსებობს, მაშინ უნდა გამოიძიონ - თუ არსებობს კი არა, ნამდვილად არსებობს! რადგან ეს კადრები არსებობს, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამოძიების ტემპი! უახლოეს ხანში მე ველოდები პასუხებს, რადგან მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები, ჩვენ გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ახლაც შიგადაშიგ იწყებს ამოტივტივებას”, - განაცხადა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






