ქეთევან წამებულის #67-თან, სადაც დღეს 7 ადამიანი სავარაუდოდ გაზის ნამწვით გაიგუდა დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის დაძაბული საუბარი შედგა.
მერობის ყოფილმა კანდიდატმა , მოქმედი მერი „ყაზტრანსგაზის“ მფარველობაში დაადანაშაულა:
„ის კომპანია, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე მას ყველაფერი,“-მიმართა ელისაშვილმა კალაძეს.
ელისაშვილის თქმით, "ყაზტრანსგაზის" გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია და მკვლელია და ის უნდა გადადგეს.
ამ ლაპარაკის შემდეგ ელისაშვილმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთა:
„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. "ყაზტრანსგაზი" არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და "ყაზტრანსგაზი," რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავად კახა კალაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს პასუხი გასცეს ალეკო ელისაშვილს რადგან ის პოპულისტია.
„ელისაშვილი თუ ვინ არის და რას წარმოადგენს მე მგონი მე 2017 წელს საზოგადოებას ვაჩვენე. არ არის ახლა ადგილი იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო აქ. არასდროს პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






