საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებაზე „ყაზბეგის დაბრუნების“ შესახებ კომანტარი გაააკეთა.
„ეს ამბავი მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილია და წლებია უკვე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პირით ახმაურებენ. ამ საუბრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეუწყვეს ხელი, როდესაც საუბარი დაიწყეს რაღაც რუკებზე რომელიც თითქოს ცხინვალის რეჟიმს გააჩნია. ამ რუკებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მათზე თითქოს ე.წ. სამხრეთი ოსეთის საზღვრებია ასახული.
ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მთავარი მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს. იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ რომელიმე სხვა, ჩვენი გზავნილი ნათელი უნდა იყოს და გასაგები რუსეთის ხელისუფლებისთვის“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






