„პასუხისმგებელი შეიძლება ფორმალურად გაირკვეს, კომპანია ხელს იქით გაიშვერს, მერია წარსულისკენ გაიშვერს. გაზის კომპანიაში სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა სახელმწიფოს, მანამდე ეს კომპანია იქნება კანტორა. მე არ მინდა რომ ხელი გავიშვირო, იმიტომ რომ უმძიმესია, 7 ადამიანია დაღუპული, მაგრამ თუ გვინდა რომ სიტუაცია გამოსწორდეს ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის კანტორა.
არსებობს უამრავი მეთოდი, არსებობს სპეციალური დეტექტორები, რომელიც არ ღირს ძვირი და შეიძლება, რომ კომპანიამ შეიძინოს, ან მერიამ შეიძინოს. 300 ათასი აბონენტია სულ თბილისში. შეიძლება იყიდოს და საჩუქრად გადასცეს, იმისთვის რომ შევამციროთ ასეთი უბედურებები, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით მუდმივად ასე, უკან მიდევნებული ლამპარივით ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს. სადამდე უნდა ვდიოთ.“- განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






