ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის მუქარა - მარიონეტული რეჟიმი ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისადმი ინტერესი გააჩნია. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან საუბრისას გააკეთა. დიმიტრი მედოევმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა, „აღმოსავლეთ ოსეთად“ მოიხსენია.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერტობაშიას“ წევრი გიორგი ბარამიძე აღნიშნულ საკითხს, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან მესიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი სერიოზულად უნდა იქნეს მირებული:
"ეს სიგნალი არის სერიოზულად მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს უნდა არა მარტო ამ ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ მისი სურვილია მთლიანად საქართველო ჰყავდეს მორჩილებაში დ ოკუპირებული. ძალიან აქტიური მოქმედებებია საჭირო საქართველოს მიმართ გამოხატული ამ სერიოზული მუქარის გასანეიტრალებლად,"-აცვხადებს გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






