„ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთის (თრუსოს ხეობა, კობი და გუდის ხეობა) პრობლემა, რომელიც საქართველოს კონტროლ ქვეშ იმყოფება, ხანგრძლივია და და ყოველწლიურად რთულდება, ეს მტკივნეული საკითხია მთელი ოსეთისთვის. ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილი ოსი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე უკანონოდ იქნა ჩამორთმეული ბოლშევიკების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნის დროს. რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფლებას, პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთელ ოს საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და ამ მიწებზე ოსები იცხოვრებენ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატებს არაერთხელ დაუყენებიათ ეს პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრაზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც, და მომავალშიც გააგრძლებენ ოსების უფლებების დაცვას მათი წინაპრების ისტორიულ მიწაზე.“- განაცხადა მედოევმა.
Neues Deutschland-ისთვის მიცემული ინტერვიუს რუსულენოვან თარგმანს ცხინვალის რეგიონნის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






