ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 16:44, 30 Jan, 2019     724

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ ამ მიმართულებით მთვარობის ხედვა გააცნო კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019"-სი მონაწილეებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად და სწრაფად განვითარებადი უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს რასაკვირველია ძალიან სასიხარულოა და დიდი შრომის შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის, ენერგეტიკოსებისთვის დიდი გამოწვევაა - ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ კიდევ უფრო გაიზრდება ელექტროენერგიის ისედაც მზარდი მოთხოვნა", -აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე საშუალო პროგნოზითაც კი ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდა 4.6%-ს შეადგენს, დღესდღეობით წლიური გენერაცია12.5 მლრდ კილოვატ საათია, 2030 წლისთვის მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კილოვატი საათი იქნება. როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ დეფიციტის შესავსებად მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეფექტური გეგმა აქვს. „გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, და ძალიან ეფექტური, აქტიური და კარგი გაგებით აგრესიული გეგმა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ერთის მხრივ ადგილობრივი გენერაციის განვითარებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის უფრო აქტიურ ვაჭრობას და რეგიონში ჩვენს ინტეგრირებას, რათა ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი საკუთარ ელექტორენერგიასა და შესაძლოა უფრო იაფ უცხოურ ენერგიას შორის. მესამეს მხრივ - ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მოხმარება უფრო ენერგოეფექტური", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოს შანსი აქვს, რომ 2025 წლისთვის კვლავ გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა: „ჩვენ ასევე გვაქვს შანსი, რომ 2030 წლისთვის საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ჩვენი რეალისტური გათვლებით, ჩვენ შევძლებთ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ამას გარდა 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი თქმით, ვაჭრობა არამც და არამც არ განიხილება როგორც ადგილობრივი გენერაციის ალტერნატივა.

რაც შეეხება მთვარობის გეგმას, ნათია თურნავას ინფორმაციით, ის მოიცავს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პორტფელს, რაც ენერგეტიკაში ქვეყნის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია და რაც ჯამში დაახლოებით 5 მლრდ დოლარის საინვესტიციო პორტფელია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს კონტრიბუციაა არამარტო ენერგეტიკაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, მისი ინფორმაციით, გეგმის თანახმად, უფრო პრიორიტეტული მცირე და საშუალო ენერგეტიკაა. „ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია რამდენიმე ფაქტორის გამო - ისინი უსაფრთხოა გარემოსთვის - ე.წ. მწვანე ჰესები, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს რეგიონებში ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას. მიმდინარე სტატუსით, ასეთი სხვადასხვა ფაზაში მყოფი 117 პროექტი გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42