2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყება და საკითხის პარლამენტში შესატანად ემზადებ. პარლამენტში მომხსენებლებთა შორის სავარაუდოდ იქნება იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. დღეს „თბილისი მერიოტში“ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ალექსანდრე ბარამიძემ მოსახლეობას დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ხელმოწერები შეგროვდეს და საარჩევნო სისტემა გახდეს დემოკრატიული. ის იმედოვნებს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის გვერდით იქნება სამოქალაქო სპექტრი და საერთაშორისო საზოგადოება:
„მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იხსნება ჩვენ მოსახლეობისთვის, აქ შეიკრიბა სრულიად ოპოზიციური სპექტრი და გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომ შევკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, 200 ათასზე მეტი და შესაძლოა მილიონი ხელმოწერა, იმისთვის რომ ქართული საარჩევნო სისტემა გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლიანი. მე მოვუწოდებ ჩვენ მოსახლეობას, ამომრჩეველს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ კამპანიაში და მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩვენს გვერდით იქნება სამოქალაქო სპექტრი და საერთაშორისო თანამეგობრობა.“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






