მამუკა კაციტაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ამომრჩევლის ხმა, რომელსაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სიმახინჯედ მიაჩნია, რადგან უსამართლოა და ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა:
„დღეს 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი, ჩვენ უნდა გავაგონოთ აქამდე ვერშესმენადი ხმა ხელისუფლებას. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს 73-ვე მუნიციპალიტეტიდან ასიათასობით ამომრჩევლის ხმა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება არის სიმახინჯე. სწორედ ამომრჩევლებმა უნდა გააგებინონ, რომ მათ არ უნდათ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, იმიტომ რომ ის არის უსამართლო და იძლევა ხმების მოპარვის საშუალებას. აქ არის გაერთიანებული ძალისხმევა, ჩვენ ვიწყებთ ამ მოძრაობას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ, ჩვენი მეშვეობით ხალხის ხმის მიტანა პარლამენტში შედეგზე იქნება ორიენტირებული და ჩვენ 2020 წლისათვის სამართლიან საარჩევნო სისტემას შევაგებებთ ჩვენს ამომრჩეველს და მის არჩევანს.“- გაანცხადა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






