„პროპორციული სისტემა გარანტიას მოგვცემს, საგარეო პოლიტიკურ მიზნებს დაჩქარებული წესით მივაღწიოთ“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 15:17, 30 Jan, 2019     907

ოპოზიცია არჩევნების პროპორციული გზით ჩატარების მოთხოვნის გარშემო ერთიანდება. დღეს სასტუმრო ''თბილისი მერიოტში'' პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ღონისძიება იმართება, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ და ხელს მოაწერენ, შემდეგში კი ამ მოთხოვნით პარტიები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

სამუშაო ფორმატის დაწყებამდე გაკეთდა ერთობლივი განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე:

„არ შეიძლება არ გამოვხატოთ სიხარულის გრძნობა იმის გამო, რომ 25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება დემოკრატიული, რის გარეშეც არც ჩვენი დემოკრატიის, არც სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და ჩვენ გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. როდესაც ჩვენ მას ვესაუბრებით, უნდა ვუთხრათ აუცილებლად, რომ კატეგორიულად გამორიცხავს პროპორციული სისტემა საქართველოში ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობის გამეორებას. ის გარანტიას მოგვცემს იმისას, რომ ჩვენ, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს დაჩქარებული წესით მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ჩევნთან მიმართებაში გადავიდეთ სრულფასოვან ევროპულ დემოკრატიაზე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტიაა. ამ კამპანიაში ვერთვებით ყველა. ყველა პარტია თითქმის ერთიანდება საინიციატივო ჯგუფში და ვინც ახლა ვერ ასწრებს, ის ღიად დაუჭერს მხარს ამ ინციატოვას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ სასურველი შედეგი იქნეს მიღწეული, საჭიროა მოსახლეობასთან უაშუალო კონტაქტი:

„განვლილმა საარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ქმედითი, ყველაზე საჭირო და ეფექტური ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, არის პირდაპირი კონტაქტი, არავითარი პოსტერები, არავითარი ლოზუნგები არ მოქმედებს, მოქალაქეს უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით საპრზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამას ვიწყებთ ძალიან მალე, ყველა ლიდერს მივმართავ, შემოგვიერთდით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის მომხსენებლები პარლამენტში მამუკა კაციტაძე და ალექსანდრე ბარამიძე იქნებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42