„რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია,“- განაცხადა ვენესუელას სპეციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გუსტავო ტარემ.
შეგახსენებთ, ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან და სირიასთან ერთად, იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. ტუვალუმ და ვანუატუმ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარება უკან წაიღეს. ვენესუელამ კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 10 სექტემბერს აღიარა.
2019 წლის 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. გუაიდოს მხარს უჭერს დასავლელი ლიდერების უმრავლესობა, ის დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველოს ხელისუფლებამაც.
მასალის გამოყენების პირობები






