"კორუფციის ინდექსი უკვე კატასტროფამდეა მისული, ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია" - უგულავა NDI-ის კვლევის შედეგებზე
პოლიტიკა - 14:56, 30 Jan, 2019     802
“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას თქმით მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი და ასევე ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია:


„როგორც ცნობილია ეს კვლევა ჩატარებულია უშუალოდ არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ის, რაც პარტიებმა მიიღეს არჩევნებზე. ამ კონკრეტულ არჩევნებზე საზომად ალბათ უფრო გამოდგება პორველი ტურის შედეგები, სადაც "ევროპული საქართველო" დაფიქსირდა როგორც მესამე პოზიციაზე მყოფი პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო იმისთვის, რომ ეს დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ. ამიტომ ამ კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით უკვე კატასტროფამდეა მისული. თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლიდან მოყოლებული. ასევე ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI -ს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე."- განაცხადა უგულავამ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42