„ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს“ - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი უკრაინის ავტოკეფალიაზე
პოლიტიკა - 14:33, 30 Jan, 2019     737

„ჩვენს პოზიციას სრული გაგებით ეკიდებიან“ - მეუფე შიო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს შედგა ოფიციალური შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იყო ძმური შეხვედრა, მოძმე ეკლესიებს შორის:

„განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე.

ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ძმური, კეთილი ურთიერთობა და შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის. არ გვისაუბრია პირადად ჩვენს დამოკიდებულებაზე, არც რაიმე აზრის მოხვევაზე საქართველოს ეკლესიის წინაშე. ეს იყო მსჯელობა ყველა საკითხზე, რაც შეიძლება ეხებოდეს მართლმადიდებლობას. ეს არ იყო პოზიციის დაფიქსირების შეხვედრა“, – განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42