„ჩვენს პოზიციას სრული გაგებით ეკიდებიან“ - მეუფე შიო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე
პოლიტიკა - 14:30, 30 Jan, 2019     803

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს შედგა ოფიციალური შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

პატრიარქის ტახტის მემკვიდრემ მეუფე შიომ განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიციას გაგებით ეკიდება:

„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან.

წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა და იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და მრავალი შეკითხვა სინოდში. ამას სჭირდება განხილვა და მუშაობა. ვადებზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს არ დაუკონკრეტებია, შესაძლოა თუ არა ამ საკითხზე სინოდის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს.

„სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. თქვენ დღეს მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას. ჩვენს ეკლესიაზე ეს ნამდვილად არაა, რადგან ჯერ როგორც ჩანს, ყველა ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას, რომელმაც ოფიციალურად მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს ბუნებრივი პროცესია. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო – ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც თავს იკავებს, ვიღაც წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება. რაც მთავარია, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ემანუელმა ​დღეს პატრიარქთან ბრძანა და ჟურნალისტებთანაც განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას შემდგომში ჩვენმა ეკლესიამ“, – განაცხადა მეუფე შიომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42