NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმიწფო ინსტიტუტებში კორუფცია და ნეპოტიზმია.
შედეგებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევები სანდო არ არის:
„ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, NDI-ს კვლევებს არ აქვს ისეთი ნდობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ NDI-ს, როგორც დემოკრატიული განვითარების ინსტიტუციურად ძალიან ძლიერ პარტნიორს. ვისურვებდი, რომ მათ კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ საერთო კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს ვერ გამორიცხავ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურებში. არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის დონის შეფასება ძალიან ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და საერთაშორისო რეიტინგის მიერ არის დაფიქსირებული. ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






