ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ სიღატაკე, ეკონომიკის განუვითარებლობა, სასამართლოს დეგრადირება, კორუფციის ზრდა დემოკრატიის უკმარისობით და არაფორმალური მმართველობითაა განპირობებული - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 13:33, 30 Jan, 2019     804
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს საგანგაშოსა და დამაფიქრებელს უწოდებს.

როგორც "ნიუპოსტს" გოცირიძემ განუცხადა, დემოკრატიის უკმარისობა წარმოშობს იმ მძიმე სურათს, რომელშიც საქართველო იმყოფება და რომელსაც ქართველი საზოგადოება გრძნობს.

"შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა გვიან, მაგრამ მაინც გააცნობიერეს, რომ ქვეყანაში არსებული სიღატაკე, ეკონომიკის განუვითარებლობა, დემოკრატიის დაბალი ხარისხი, სასამართლო სისტემის დეგრადირება, კორუფციის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში დემოკრატიის უკმარისობით და არაფორმალური მმართველობით"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" რომან გოცირიძემ.
დეპუტატის შეფასებით, საზოგადოება ერთმმართველობით უკმაყოფილია.

"საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ქვეყანაში არის ერთმმართველობა. ეს არ ნიშნავს ერთი პარტიის მმართველობას, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალურია, როდესაც გამარჯვებული პარტია მართავს. ერთმმართველობაში იგულისხმება ერთი ადამიანის მმართველობა. ეს დასტურდება იმით, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, რაც ძალიან საგანგაშოა და დამაფიქრებელი. ამას აძლიერებს ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა ზუსტად იგივე მაჩვენებელი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ცუდად. ესეც უკავშირდება დემოკრატიის დაბალი ხარისხის გავლენას ამ თავრობის ეფექტიანობაზე. ის რომ მთავრობა უუნაროა, სწორედ დემოკრატიის უკმარისობის გამოძახილია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგისა და ქვეყანაში დემოკრატიის არ არსებობის შედეგის მაღცენებელთა დამთხვევა"- განმარტავს გოცირიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42