ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, პასუხები ასე გადანაწილდა:
ეროვნული - არასწორი პასუხი 9%, სწორი პასუხი 28%, არ ვიცი 62%
თბილისი - არასწორი პასუხი 9%, სწორი პასუხი 13%, არ ვიცი 77%
დიდი ქალაქები - არასწორი პასუხი 10%, სწორი პასუხი 16%, არ ვიცი 72%
პატარა ქალაქები - არასწორი პასუხი 2%, სწორი პასუხი 58%, არ ვიცი 38%
სოფელი - არასწორი პასუხი 6%, სწორი პასუხი 34%, არ ვიცი 59%
უმცირესობათა დასახლებები - არასწორი პასუხი 21%, სწორი პასუხი 30%, არ ვიცი 47%
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






