რაც შეეხება კორუფციას სამინისტროებში შედეგები ასე გადანაწილდა: გავრცელებულია - 53 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 14%, არ ვიცი 33 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია ადგილობრივ თვითმმართველობაში: გავრცელებულია - 51 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 19 %, არ ვიცი 30 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია სასამართლოში: გავრცელებულია - 49 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 14 %, არ ვიცი 36 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია პოლიტიკურ პარტიებში: გავრცელებულია - 46 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 14 %, არ ვიცი 39 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია პროკურატურაში: გავრცელებულია - 44 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 17 %, არ ვიცი 38%, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია პარლამენტში: გავრცელებულია -44 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 16 %, არ ვიცი 39 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია საჯარო დაწესებულებებში: გავრცელებულია - 44 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 25 %, არ ვიცი 34 %, უარი პასუხზე - 1%.
კორუფცია პოლიციაში: გავრცელებულია - 41 %, საერთოდ არ არის კორუფცია - 25 %, არ ვიცი 34 %, უარი პასუხზე - 1%.
გამოკითხულთა იმ ნაწილის უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს რომ სახელმწიფო ინსტიტუტეტში კორუფციაა, კორუფციაში გულისხმობს ნეპოტიზმს, ქრთამის აღებას ან მოთხოვნას, ბიუჯეტის არამიზნობრივმ ან პირადი მიზნებისთვის ხარჯვას, კონკრეტული პირების მიზნების გატარებას და ა.შ
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






