რომელ პარტიას მისცემდა ხმას არ იცის 27%-მა - პარტიების რეიტინგი NDI-ის კვლევაში
პოლიტიკა - 11:56, 30 Jan, 2019     3278
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეკითხვას, რომელიც პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 36% პასუხობს, რომ არცერთი, 27%- ქართული ოცნება, 12%-ენმ, პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა, არ იცის 5%-მა. ევროპული საქართველო 3%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა პარტიები დაასახელეს 7%.


ამასთან ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 41%-ს გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, 52%-ს არა, 6%-მა არ იცის, 1% პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა, 42 % არ მიიღებდა.

ყველა გამოკითხული რესპოდენტის (გადაუწყვეტელი, გადაწყვეტილი) შედეგების მიხედვით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდა ხმას არ იცის 27%-მა, 24% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, არცერთს 14%, უარი პასუხზე 14%, ენმ -11%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა 8%.

კონკრეტულად იმ რესპოდენტების გამოკითხვის შედეგები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვთ ასე გადანაწილდა

„ქართული ოცნება“ -29%, არ იცის 26%, უარი პასუხზე 13%, ენმ-12%, არცერთი პარტია 9%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა 7%.

კითხვაზე, რომელ პარტია/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას 24%-მა არ იცის, 23% -ენმ, 16%- არ არსებობს ასეთი პარტია, 11%- უარი პასუხზე, 11% - ქართული ოცნება, 7%- პატრიოტთა ალიანსი, 3%- გირჩი, 6%-სხვა.

44% თვლის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებს წარმოადგენენ, 31% მათი ლიდერების/დამფინანსებლების ინტერესებს, 13% ხალხის ინტერესებს, 2% უცხო ქვეყნის ინტერესებს, არ იცის 9%-მა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42