46% თვლის რომ საქართველოში დემოკრატია არაა - NDI-ის გამოკითვის შედეგები
პოლიტიკა - 11:24, 30 Jan, 2019     1234
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 92 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს (59%- ძალიან მნიშვნელოვანი , 33% -მნიშვნელოვანი), 2%-ისთვის უმნიშვნელოა, 4%-ისთვის სრულიად უმნიშვნელო, 2%-მა არ იცის.


43% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 46% თვლის რომ არა, 11%-მა არ იცის.

მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არაა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და მნიშვნელოვნად შემცირებულია მათი რაოდენობა ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიაა.

კვლევის თანახმად ის რომ საქართველოში დემოკრატია არაა ყველზე მეტად ამ მოსაზრებას თბილისში ეთანხმებიან, ხოლო ის რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ამას ყველაზე მეტად უმცირესობათა დასახლებებში ფიქრობენ.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დემოკრატიის არსებობას ყველაზე მეტად 18-34 წლის ადამიანები ეთანხმებიან, უარყოფითი პასუხი კი ყველაზე ხშირად 55 წელს ზემოთ მყოფმა ადამიანებმა გასცეს.

ამასთან ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას კაცები უფრო ეთანხმებიან ვიდრე ქალები.

გამოკითხულთა 53% თვლის, რომ საქართველოს დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა შეეფერება. 11 % მიაჩნია, რომ შესაფერისია, სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ოროენტირებულია. 10% შესაფერისად მიაჩნია ყოფილი კავშირის სისტემა. ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელი წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს, ემხრობა 10%, მოანარქია ან ავტოკრატიას 2%, სხვა სისტემა 1%. არ იცის 14%-მა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42