კონკურენციის სააგენტომ booking.com-სა და 3 სხვა ონლაინპლატფორმას კონკურენციის კანონმდებლობის დაღვევა დაუდგინა
პოლიტიკა - 10:44, 30 Jan, 2019     447
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების დაჯავშნის ონლაინპლატფორმას, Booking-ს, სამ სხვა პლატფორმასთან ერთად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა დაუდგინა. სააგენტოს ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ დაჯარიმებულა და მონიტორინგის პროცესშივე ოთხივე სუბიექტმა დარღვევა გამოასწორა. საქმე ეხებოდა სასტუმროებსა და ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში ე.წ. საუკეთესო ფასის გარანტიის გამოყენების პირობებს. სწორედ ეს პირობა ჩათვალა საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად.


„კონკურენციის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რის შედეგადაც - სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ფართო MFN პირობების (საუკეთესო ფასის გარანტია) გამოყენება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად იქნა მიჩნეული. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სააგენტომ ევროპის სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა გაიზიარა, რაც სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში კონკურენციის შემზღუდველი დებულებების კორექტირებას (ფართო MFN პირობების - ვიწრო MFN პირობებით ჩანაცვლებას) გულისხმობს.

მონიტორინგის პროცესშივე, სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული სუბიექტებიდან, 4 ეკონომიკური აგენტის მხრიდან მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო MFN პირობების კორექტირება ან ამოღება. (მაგ. ერთ-ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა MFN პირობებთან დაკავშირებით, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და პოლონეთში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების მსგავსად, გამონაკლისი დაუშვა საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში). დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მხრიდან, MFN პირობებთან მიმართებაში, არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო სახელშეკრულებო დათქმების გამოყენებას.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, სააგენტომ უზრუნველყო - სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების მიერ, საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების დებულებები (MFN პირობების ნაწილში) შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.“- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42