მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდნენ, წმინდა სინოდის წევრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდებიან.
კურიერთან" ინტერვიუს დროს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ემანუელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ძალზე მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა საუბრის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავა:
"საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვაქვს. მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს დიდ პატივს ვცემთ. მადლობლები ვართ სტუმართმოყვარეობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც აზრთა გაცვლის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის როდესაც ერთად ვართ, ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განვიხილავთ."- განაცხადა მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ემანუელმა.
მასალის გამოყენების პირობები






