"ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია" - ჰენრიკ ჰოლოლეი
პოლიტიკა - 18:16, 29 Jan, 2019     746

„ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია", - ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის ფარგლებში ჰერნიკ ჰოლოლეიმ შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან. დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით, ბევრი სფეროა, სადაც საქართველო-ევროკავშირს შორის მომავალში თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ტრანსპორტი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საქართველოში, სადაც ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლია.

„დიალოგის მიმდინარეობისას ჩვენ გავცვალეთ აზრები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ მობილურობისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ჩვენ ასევე შევეხეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი პოზიცია, როგორც ლოგისტიკურმა და სატრანზიტო ქვეყანამ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ დამატებითი სარგებელი ამ მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა ავიაციის სფეროში. ავიაცია არის ის სფერო, სადაც 2010 წელს საავიაციო შეთანხმების დადების შემდეგ ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საავიაციო მოძრაობის ნაკადი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დიალოგის მიმდინარეობისას განვიხილეთ ყველა შესაბამისი გამოწვევები. ასე რომ, ეს იყო მართლაც პროდუქტიული დისკუსია და მე მოუთმენლად ველი დისკუსიებს საზღვაო საკითხებზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება", - აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42