"კლანს, რომელიც მოსამართლეთა სიას ლობირებდა, საკმაოდ დიდი მოტივი ჰქონდა"- აცხადებს ჭიჭინაზე.
„ვეთანხმები ქალბატონ ეკას, რომ საიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო ეს. ის აპროტესტებდა, როგორ თვითონ დაწერა პოსტი, რომ არ წასულიყო სასამართლოში, მას ასე აქვს, იმიტომ, რომ იცის, რომ ეს ფირი არის იქიდან, სასამართლოში დალუქული ფირი და აქედან გამომდინარე, ინტერესი, პირდაპირ, ასე რომ ვთქვათ, კონკრეტულად ვერავის ვერ დაადებ, როგორც იტყვიან, თუ არ წაასწარი ქურდს, ვერ დაუმტკიცებ ქურდობას, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას, მაგრამ მოტივი და მიზანი, ვის ამოძრავდებდა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ გეტყვით, რომ "ქართული ოცნების" ძირითადი ნაწილისთვის, ეს მოტივი არ არსებობს იმიტომ, რომ იმ დიდი შეკრების მერე მოხდა შერიგება და ნახეთ, რომ აღარავინ აკეთებდა განცხადებას. ეს ერთი კლანი, ასე, რომ ვთქვათ, ის ხალხი, ვინც ლობირებდა სიას, საჯაროდ ვერ ახერხებდნენ, მაგრამ შიგნით ხომ ყველამ იცის, რომ ლობირებდნენ და ზოგადად, თქვენც იცით, რომ ხდებოდა გარკვეული დეპუტატების მხრიდან ამ კლანის ლობირება და ეს ერთი ჯგუფი მოიაზრება, მათაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მოტივი ჰქონდათ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ბესელია ამბობს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „ქართული ოცნების“ მასთან დაპირისპირებული წევრების ინტერესში შედიოდა.
მასალის გამოყენების პირობები






