"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, გიორგი გვილავას განცხადებით, დეპუტატები და მოსამართლეები იმდენად ახლო კავშირში არიან, რომ ისინი ერთად გეგმავენ, თუ როგორ აკონტროლონ და დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბატონი ვანო ზარდიაშვილი არის უახლოესი წრის წევრი სასამართლოს კლანის გამორჩეული წევრებისთვის. მაგალითად, ისინი ძალიან ახლოს არიან, როგორც ჩინჩალაძესთან ასევე საბჭოს მდივანთან, ესაა ერთი ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ნათესაური კავშირებით, ნათელმირონობით, ამას გარდა დიდი ხნის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ.
გარდა ამისა, ვიცით, რომ ჯგუფელები კურსელები არიან ის ადამიანები, ვინც მაღალ თანამდებობაზე არიან პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი მათიკაშვილი, როგორც ჩანს იმდენად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, რომ შემთხვევითი გამვლელებიც კი აფიქსირებენ მათ.
ეს არ არის გასაკვირი. ისინი მართლა ერთი გუნდია. ეს არის ძალიან ახლო კავშირების მქონე ადამიანები რომლებიც ძირითადად გეგმავენ ხოლმე სასამართლო სისტემაში სასამართლოს კონტროლის საკითხებს, როგორ აკონტროლონ და დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, პარლამენტის შენობის წინ მდებარე სკვერში გვიან ღამით შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კი "ტაბულამ" ჟგაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






