"ქურდულ სამყაროში" ნაღმის აფეთქებას ელოდებიან - რას აპირებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელ ონიანი და ახმედ დომბაევი
კრიმინალი - 13:21, 29 Jan, 2019     11035
კრიმინალურმა სამყარომ შესაძლოა კიდევ ერთი გავლენიანი ქურდი დაკარგოს. თუმცა კახა ფარფალიას გარდაცვალება არ ემუქრება, ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაგრამ მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დაკავებულია და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

„ფარფალიას ადვოკატმა სასამართლოს, პრაქტიკულად, უპრეცედენტო თანხა შესთავაზა მისი კლიენტის ფირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ. უპრეცედენტო კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ჯერ მილიონი დოლარი შეაძლიერს, შემდეგ კი ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოს თავად შეუძლია დაასახელოს თანხა, რომელსაც ფარფალიას მხარე გადაიხდის. საბოლოო ჯამში, მოსამსართლემ ფარფალიას გაშვება გამორიცხა და ეს იმით დაასაბუთა, რომ დაკავებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს, რაც ძალიან ზრდის იმის შესაძლეობას, რომ ფარფალია გამოძიებას დაემალება“ - იუწყება რუსული მედია.

ფარფალიას არყოფნაში და იმის გათვალისიწნებით, რომ პრაქტიკულად, ყველა ლიდერი დაკავებულია, მადირ სალიფოვი კი ცდილობს, კვლავ ციხეში ამოყოს თავი, კრიმინალური სამყარო მეთაურის გარეშეა დარჩენილი და სრული ქაოსია. ახლა ყველა უდიდესი ინტერესით ელის ზაფხულის დადგომას, როცა ციხიდან ტარიელ ონიანი თავისუფლდება, კაცი, რომელმაც 9-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და მისი მომხრეები უკვე ღიად ამბობენ, რომ ტარო სათავეში დაბრუნებისთვის ემზადება.

საინტერესოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და მოსალოდნელი დაპირისპირება, პრაქტიკულად გაანეიტრალა- ციხიდან გათავისუფლებულ ონიანს სულ რაღაც 24 საათი ექნება იმისთვის, რომ რუსეთის ტერიტორია დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ექსტრადირებას სამართალდამცავები მოახდენენ. შესაბამისად, ონიანისთვის ადგილსამყოფელს ესპანეთში ამზადებენ, ქვეყანაში, რომელიც მისთვის უცხო არ არის და სადაც თავის დროზე საკმარისი გავლენა ჰქონდა.

რუსულ „კრიმინლურ სამყაროში“ არსებულმა არეულობამ ევროპაზე იმოქმედა. გასულ წელს ჩატარებული არაერთი სპეცოპერაციის შემდეგ, ევროპაში გავლენიანი კრიმინალი თავისუფლებაზე პრაქტიკულად აღარ დარჩა და კრიმინალური სინდიკატებიც აღარ მოქმდებს. ლოგიკურია, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს, კვლავ შეუშვას მის ქვეყანაში ადამიანი, ვინც კრიმინალის ორგანიზებას მოახერხებს და კვლავ დანაშაულებრივ სინდიკატს შექმნის.

ევროპელი სამართალდამცავების დარად, არც ქართული მხარე მალავს, რომ უცხოეთიდანმომართვები შემცირდა და ქართველების მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც იკლო. სამაგირეროდ, საქართველოში მოიმატა დანაშაულმა და შსს-იც აღიარებენ, რომ ბოლო დროს ავტომობილების გაძარცვის ფაქტები გახშირდა. მოიმატა ძალადობრივმა დანაშაულმაც.

მოკლედ, როგორც „კრიმინალური სამყარო“ ისე სამართალდამცავები ზაფხულს ელოდებიან...

ცნობისთვის, ონიანის გარდა, ციხიდან კიდევ ერთი ავტორიტეტი, ახმედ დომბაევი თავისუფლდება. ჩეჩენი ქურდი ღიად აცხადებს, რომ გამოსვლისთავანვე გავლენის დაბრუნებას ბაზრებზე სურს, რაც ოდითგანვე ჩეჩნებს ეკუთვნოდათ, თუმცა დომბაევის დაკავების შემდეგ, ბაზრები გაინაწილეს და ჩეჩნური დაჯგუფეფები იქიდან გაუშვეს. დღეის მდგომარეობით, ყველა ბაზარს ნადირ სალიფოვის ხალხი აკონტროლებს, მაგრამ...

წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42