პარლამენტის წევრთა მივლინებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატების მივლინებების მიზნობრიობის შესწავლას მოითხოვს და აუდიტის სამსახურს მიმართავს.
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს პარლამენტის წევრთა საზღვარგარეთ მივლინებებში საერთო ჯამში ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარზე მეტი დაიხარჯა. აქედან ყველაზე მეტი თანხა აითვისეს თამარ ჩუგოშვილმა და ირაკლი კობახიძემ:
„მილიონ-ნახევრის სამივლინებო ხარჯი რომ გავწიეთ, პირველ ადგილზე ამ ხარჯებში არის ქალბატონი ჩუგოშვილი, რომელმაც 86 ათას 702 ლარის იარა ბიუჯეტის ხარჯზე სხვადასხვა ქვეყანაში, მას კონკურენციას უწევს ირაკლი კობახიძე. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ ათობით დეპუტატი გაურკვეველი მიზეზებით დაფრინავს სხვადახვა მიმართულებებით ბიუჯეტის ხარჯზე.
ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გვაქვს ლეგიტიმური კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






