მესამე შემთხვევაა, როცა "ოცნებიდან“ გარიყული ან გასარიყი ქალბატონი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოდის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო - შარაშენიძე
პოლიტიკა - 09:48, 29 Jan, 2019     1321
დეპუტატ ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებას ანგარიშსწორებას უწოდებენ ექსპერტები.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, მისთვის შანტაჟის ავტორი გასაგებია ვინც არის.

„ეს არის რიგით უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გარიყული ან გასარიყი ქალბატონი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოდის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და როგორც ჩანს ამას ბოლო არ ექნება არასდროს. ეს განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც ეს ეხება პოლიტიკოს ქალებს. როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ ქალებს უფრო უნდა შერცხვეთ რაღაცეების. ლოგიკურად მივდივართ სადამდე - ვინ არის დაინტერესებული კომპრომეტირებით? გასაგებია, მე მგონი ყველაფერი გასაგებია,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტები სამართალდამცავ სტრუქტურებს მომხდარის მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„აუცილებელია, რომ გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა ეს დანაშაული და ყველა ის პირი რომელიც ამ საქმეში რამენაირად იყო ჩართული, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის საზოგადოებას ჰქონდეს მკაცრი რეაგირება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არასოდეს, არავის არ გაუჩნდეს სურვილი, რომ პოლიტიკური ოპონენტი ჩააყენოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ ინფორმაცია, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42