პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელში, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და სამართალდამცავებისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვს.
მისი თქმით, უწყება მზად არის დახმარებისთვის, რათა მსგავსი მეთოდით ადამიანების შანტაჟი დასრულდეს.
„ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც ჩვენი მხრივ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ აი ამ შანტაჟის საკითხებს. იმიტომ, რომ ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის. სახლებს და გვარებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს,“-განაცხადა თამარ ქალდანმა.
თავად ეკა ბესელიამ კადრების გავრცელებას მორალური ტერაქტების სერია უწოდა და სუს-ს რეაგირებისკენ მოუწოდა. ~
მასალის გამოყენების პირობები






