28 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სს „ნენსკრა ჰიდროსთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერა განხორციელდააღნიშნული ენერგეტიკული პროექტის ინვესტორის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის „ქეი უოთერის" აღმასრულებელი დირექტორის ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში. „ნენსკრაჰიდროს" მხრიდან დოკუმენტს ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერა. ხელმოწერას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილე ნათია თურნავა.
შეხვედრისა და მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული კორპორაციისსაქმიანობა საქართველოში და თანამშრომლობის რამდენიმე დადებით ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ქობულიას განცხადებით, ამჟამად ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას 60-მდეპირი ჰყავს დასაქმებული, აქტიური მშენებლობის პროცესში კი მათი რაოდენობა 1000-ს მიაღწევს. მინისტრის განცხადებით, „ქეი უოთერი" ქართველ ინჟინრებს კორეაში გადაამზადებს, ასევეგადაამზადებენ უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც, ნენსკას მშნებლობის პროექტის დასრულების შემდეგ, სხვა ანალოგიურ პროექტებში შეძლებენმუშაობის დაწყებას.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვეხმარება ჩვენი მუშახელის ტექნიკური კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ დასაქმებაში. თუმცა ნენსკრა ჰესი პირველ რიგშიარის მსხვილი ჰესი, რომელიც მოგვცემს ელექტროენერგიას, რაც ასე გვესაჭიროება გაზრდილი ენერგომოხმარების ფონზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-Water) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკსუ ლიმ განაცხადა, რომ „კორპორაცია "ქეო უოთერი" 50 წელიწადზე მეტია, წარმატებით ახორციელებსმაღალი სირთულის პროექტებს როგორც წყლის რესურსების მართვის, ისე ჰიდროენერგეტიკის დარგებში. ჩვენი კომპანია 24 ქვეყანაშია წარმოდგენილია 60-ზე მეტი პროექტით, მათ შორის - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურით საქართველოში."
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში ჩვენი მიმდინარე და სამომავალოთანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენიმჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება," - განაცხადა ჰაკსუ ლიმ.
სს „ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ჯამური ინვესტიცია1.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






