ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შევიდა და გამომძიებელთა შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მან მედიას განუცხადა, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
„ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ჩანაწერი არსებობს, მაგას ვადასტურებ და შესაბამისად, facebook-ზე ამოუვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს. მე მაგიტომ მოვედი, რომ მაქსიმალურად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო. დამიკავშირდა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი, იმასაც მივეცი საშუალება, რომ დაკავშირებოდა წყაროს, საიდანაც მე მივიღე ეს და მაქსიმალურად, მე მინდა, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს აღკვეთილი და წყარო იქნეს გადაკეტილი ამის გავრცელების. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვიღაც მაინც უნდა დაისაჯოს ამ საქმიანობის გულისთვის... მე დღეს ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ და ვერაფერს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად და ის ადამიანები, ვინც იბრძვიან, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანების და სამართლიანობის გულისთვის, იმ ადამიანის წინააღმდეგ ქვეყნდება ხოლმე ეს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






