გადაუხადა თუ არა ბიზნესმენმა ქრთამი ეკა ბესელიას პოლიტპატიმრის სტატუსის სანაცვლოდ - ილია დალაქიშვილი პირველ კომენტას აკეთებს
პოლიტიკა - 18:04, 28 Jan, 2019     4154
ბიზნესმენ ილია დალაქიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. საქმე ეხება ინფორმაციას რომლის თანახმადაც ილია დალაქიშვილი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით ბესელიასთვის გადახდილი ქრთამის შემდეგ გათავისუფლდა.


„მე ვიყავი დაჭერილი, ჩამორთმეული მქონდა ქონება. დაყადაღებული მქონდა ანგარიში. რომელ ფულზე იყო ლაპარაკი, ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ციხეში ყურადღება მოექცია,“ - აცხადებს ილია დალაქიშვილი "რუსთავი 2"- თან.

კომენტარი გააკეთა დალაქიშვილის ადვოკატმაც. ზურაბ თოდუას თქმით, ილია დალაქიშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი ინფორმაცია. რამეთუ ვინ, ვინ და მხოლოდ ჩემს ხელში ხდებოდა ამ საქმის გაკეთება და თუ ვინმეს შეეძლო ქრთამი მიეცა ვინმესთვის თურქეთში თუ საქართველოში, ვიყავი მხოლოდ მე. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ იმ პერიოდში ოჯახს არ გააჩნდა არათუ ვინმესთვის ქრთამად მისაცემი ფული, არამედ ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც კი. თუ ვინმეს ეკუთვნოდა იმ 187 პოლიტპატიმართა სიიდან თუ პოლიტდევნილად აღიარებულ ადამიანთა სიიდან პოლიტპატიმრობა, ყველაზე გამოკვეთილ ხუთეულში შეიძლება ილია დალაქიშვილის თავისუფლად შეყვანა, იმიტომ, რომ ის იყო ყოფილი პარლამენტის წევრი. მას წინა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ყოფილი პარლამენტის წევრი იყო და ბოლომდე დაუდგა იმ ხელისუფლებას, ჩამოართვეს აბსოლუტურად ყველაფერი. იმდენად აშკარა და გამოკვეთილი ყალბი ინფორმაციები იყო ამ საქმეზე, რომ სულ თავისუფლად შეიძლებოდა, რა ქრთამი, რის ქრთამი, ვისთვის უნდა მიეცა ქრთამი,“ - განაცხადა ადვოკატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42