ბინების ექსპლუატაციაში მიღებამდე მათში შესახლება შეიძლება შეიზღუდოს - მერიაში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 16:43, 28 Jan, 2019     800
თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით.

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებთ, თბილისის მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეაგირების ზომები უკვე გაამკაცრა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება.

„რა თემაც შეიძლება იყოს ჩვენთან კავშირში, იქნება ეს ექსპლუატაციაში მიღება, უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევა თუ სხვა მიმართულება, მერია მზად არის ჩაერთოს. აქ საუბარი იყო, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე დაიწყოს სერვის პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, კომპანიებმა კი შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტირებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ ზოგადად, სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ. ამით ჩვენ მივაღწევთ გარკვეულწილად უსაფრთხოების სხვა სტანდარტს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსაც.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42