„სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება“ - სერგი კაპანაძე განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივებზე
პოლიტიკა - 16:41, 28 Jan, 2019     994

ცვლილებები განათლების სისტემაში - როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2019 წლის გამოცდებს 11-ე კლასელები აღარ ჩააბარებე, 2020 წელს კი აღნიშნული ცვლილება 12-ე კლასელებსაც შეეხებათ. ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებს შორის კი აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა, საგრანტო წესი კი შეიცვლება.

აღნიშნულს სოციალური ქსელის მეშვეობით „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება:

„განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, ამაზე ბევრი დავა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე საკითხი არის უდავო.

1. სკოლის ატესტატით თუ მოხდა უნივერსიტეტში ჩარიცხვა, აღდგება კორუფცია სკოლების დონეზე.

2. ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება.

3. სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს რაც არ სჭირდებათ ბავშვები აღარ ისწავლიან და მე-10 - მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან ამ გაკვეთილებზე.

4. მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება. ბევრ კერძოს მოუწევს იგივეს გაკეთება.

5. აბიტურიენტს თუ მოთხოვ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავ შესაძლებლობას აირჩიოს მაგ. ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.

სანამ ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!“, - წერს სერგი კაპანაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42