"მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი" - მღვდელმონაზონი ანდრია "პატრიოტთა ალიანსის" განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:42, 28 Jan, 2019     2319
მღვდელმონაზონი ანდრია სარია აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსი“ ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში აღნიშნული პარტიის ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ინაშვილი და თარხან-მოურავი საპატრიარქოს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალიას და ამ კონტექსტში ჭყონდიდელ მიტროპოლიტს აკრიტიკებენ.

მღვდელმონაზონი ანდრია თვლის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ულტიმატუმს უყენებენ სინოდს, საუბრობენ უმრავლესობის სახელით და არ ერიდებიან ცილისმწამებასა და მკრეხელობას.

რაც შეეხება ინაშვილ-თარხან-მოურავის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ გაკეთებულ მოწოდებას, სასულიერო პირი ამბობს, რომ მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს.

მისივე შეფასებით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი:

"საქართველოში, სამწუხაროდ არსებულ ისედაც მძიმე ვითარებისას, დასანანია რომ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსმა'' მოინდომა მდგომარეობის გამძაფრება. ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს მართებულად რომ ვერასდროს აფასებდნენ ეს გასაგებია, მაგრამ ახლა უფრო შორს გაიჭრა მათი ხედვა და ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. თარხან-მოურავისა და ინაშვილის მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს. აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი.

მღვდელმთავართა სამართლიანად და მკაფიოდ გამოხატული აზრი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობასთან დაკავშირებით, მავანთ მოსვენებას უკარგავს. პარტიის ლიდერებს დაავიწყდათ რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ისინი არათუ განცხადებას აკეთებენ, არამედ პარტიულ ულტიმატუმს უყენებენ სინოდს, საუბრობენ უმრავლესობის სახელით და არ ერიდებიან ცილისმწამებასა და მკრეხელობას. პოლიტიკოსების ეკლესიაში მიმდინარე საკითხებზე ასე მზაკვრულად და ფარისევლობით ჩართვა ბოროტებაა და ძალიან დამაფიქრებელია. მღვდელმთავარს აუგად იხსენიებენ, მის ხარისხს არ აღიარებენ და თავს ქრისტიანად თვლიან და ეკლესიურად წარმოაჩენენ, ყველა ზღვარს გადადიან და რჯულის კანონსაც ახსენებენ დამახინჯებით! ერთგვარ პარტიულ სექტას დაემსგავსნენ თავიანთი საქციელითა და განცხადებებით, იმათ მსგავსად ვინც ქრისტეს გასამართლებასა და ჯვარცმაში მიიღეს მონაწილეობა. დღეს, სამწუხაროდ ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ითვლება თუ ვინმე ეკლესიის საკითხებზე განსაკუთრებულ ,,სკანდალს'' იკადრებს და მოაწყობს. როგორც ჩანს ამ პარტიამ განიზრახა ეკლესიაში მიმდინარე საკითხებზე სპეკულაციით არარსებული რეიტინგის წამოწევა, საგულისხმოა რომ ეს ყველაფერი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას ემთხვევა.

პოლიტიკოსები ასეთი პოპულისტური და იაფფასიანი სპეკულაციებით ცდილობენ მოსახლეობის მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას და ,,რეიტინგის'' მოპოვებას. მათ ცხოვრების წესს რომ დავაკვირდეთ, არცერთი არ გამოირჩევა: სიმშვიდით, სიყვარულითა, თავმდაბლობით და არც სახელმწიფოებრივი აზროვნებით. როდესაც სხვას მიუთითებ თავდაჭერილობაზე, იქვე უნდა გაგახსენდეს შენი აღვირახსნილობა, ბილწსიტყვაობა, ქუჩური მენტალიტეტი და სხვა მანკიერებანი! სხვის ამპარტავნებაზე მოსაუბრე, თავად უნდა იყო უკიდეგანოდ თავმდაბალი, მაგრამ არც სიტყვაში ეტყობა მათ ეს და არც საქმეში თავისთავად! პროვოკაციული განცხადება რეაქციის გარეშე არასდროს რჩება და ეს მოკლე ჭკუით პოლიტიკურად გათვალეს, მაგრამ ამავე დროს დაავიწყდათ მამხილებელი წარსული და კოლაბორაციონალიზმი!

ეკლესიის საქმეებშიც კი მოინდომეს ურცხვად ჩარევა, მაგრამ შევახსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს მათ უმეცრებას, რადგან ყველა გზას აცდნენ: ... ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არიან სიკეთის მქმნელი...'' (რომ. 3. 12) ძალიან ცუდად მენიშნა მათი აქტივობა... პავლეს სიბრძნით რომ დავასრულო: ,,პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე''(რომ. 3.13).

შევახსენებთ, რომ ღმერთი სიმართლეშია და უფალი მეფობს! ამინ!"- წერს მღვდელმონაზონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42